დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო - თურქეთის ელჩი

საქართველო, თბილისი - 20:34 | 25.05.2017
ნანახია: 1206

ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ლეჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავებას.

მისი თქმით, დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუკი დააპატიმრეს ორმხრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა.

"ეს არის დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ის ადამიანი დააპატიმრეს ჩვენი ორმხრივი, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. თურქეთის მთავრობამ მისი დაკავება და ექსტრადირება მოითხოვა და ეს მოთხოვნა სწორედ თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემყარება. ასე რომ, როგორც დიპლომატი, მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ეს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა", - განუცხადა თურქეთის ელჩმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს".

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს აბდულა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე