დემირელის კოლეჯის მენეჯერს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად

საქართველო, თბილისი - 15:44 | 25.05.2017
ნანახია: 1119

დემირელის კოლეჯის მენეჯერს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.  ქართველი სამართალდამცველების მიერ გუშინ დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუკისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. პროკურატურა თურქეთის საგამოძიებო უწყებებიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე თურქეთის მოქალაქისთვის პატიმრობის შეფარდებას და მოგვიანებით მის ექსტრადირებას ითხოვს.

პროკურორების ინფორმაციით, ჩაბუკს თურქეთში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, დაკავებულს დემირელის სკოლის წილების გადამალვასა და გასხვისებაშიც ედება ბრალი. ამ წილების ნაწილი პროკურატურის ინფორმაციით დაყადაღებულია. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების გარეშე გათავისუფლებას ან 10-ათასიან გირაოს ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 15 წელია, რაც საქართველოში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და ეს ბრალდება უსაფუძვლოა. 

"დღეს თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და მოვითხოვ ქართულმა მხარემ არ გადამცეს თურქეთს. არანაირი უწყება არ ჩამბარებია. არ მესმის, რაზეა საუბარი. მე დანაც კი არ მიტარებია არასოდეს."- განაცხადა პროცესზე მუსტაფა ემრე ჩაბუკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე