თურქეთში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 15:41 | 24.05.2017
ნანახია: 1086

თურქეთის ქალაქ ორდუში 34 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი მოკლეს, - ამის შესახებ თურქული სააგენტოები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი სასტიკად არის ნაწამები. ეჭვმიტინილი დაკავებულია.

 თურქული სააგენტოების ინფორმაციით, ცხედარი ეჭვმიტანილის ოჯახში აღმოაჩინეს. გამოცემა წერს, რომ მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხვის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული, ყელგამოჭრილი იპოვეს.

 ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს. საგამოძიებო ქმედებები გრძელდება. გარდაცვლილი 10 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე