ნინო შუბლაძე “TV პირველის“ ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 16:46 | 23.05.2017
ნანახია: 1306

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე “TV პირველის“ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ნინო შუბლაძე ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ: 

ნინო შუბლაძე: 3 წლიანი პაუზის შემდეგ, დადგა დრო დავუბრუნდე ჩემს პროფესიას და ტელევიზიას) მალე შევუერთდები TVპირველის არაჩვეულებრივ გუნდს და ჩემს კოლეგებს, რომლებთან ერთადაც მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ! დიდი მადლობა ჩემს გუნდს ჯანდაცვაში და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, მინისტრ დავით სერგეენკოს. წარმატებები მას! ვუსურვებ ამ უწყებას ძალიან იშვიათად დაემსახურებინოს ჟურნალისტების კრიტიკა!:) ჩემთვის კი, ნამდვილად საინტერესო გამოცდილება იყო ეს 2 წელი და ახლა დროა დავუბრუნდე „დიდ ავიაციას“ ) მადლობა, თქვენ ყველას, ჩემო მეგობრებო, გულშემატკივრობისთვის!




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე