ბექა შენგელია სავარაუდოდ იტყვის დღევანდელ პროცესზე სიმართლეს - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 23.05.2017
ნანახია: 1154

ბექა შენგელია სავარაუდოდ, იტყვის დღევანდელ პროცესზე სიმართლეს, ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ბექა შენგელია არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც აზრს დღეში რამდენჯერმე იცვლის.

მისივე განმარტებით, ბრალდებულის მიერ ჩვენების შეცვლა განპირობებულია იმით, რომ საქმეში კიდევ ერთი არასრულწლოვან ბრალდებულს უკვე მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

,,ბექა შენგელიამ არაერთხელ მითხრა, რომ მან დაიბრალა ის ქმედება, რაც არ განუხორციელებია, რათა გადაერჩინა ერთ-ერთი ბრალდებული, თუმცა რადგან მას უკვე მიუსაჯეს, ბექა შენგელია სავარაუდოდ, იტყვის დღევანდელ პროცესზე სიმართლეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შენგელიასა და ირმა ყოჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე