რუსთავში მიკროსაფინანსო კომპანია დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 14:33 | 23.05.2017
ნანახია: 1094

რუსთავში მიკროსაფინანსო კომპანია ლენდო დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით დაახლოებით 10:00 -ზე მოხდა. წინასწარი ცნობით, თავდამსხმელმა მიკროსაფინანსო კომპანიიდან 10 000 ლარის წაღება შეძლო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყაჩაღობის ფაქტს ადასტურებს.მომხდარზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე