ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე და ქნესეთის დეპუტატები თბილისის ისრაელის სახლში პრეზენტაციას დაესწრებიან
საქართველო, თბილისი - 15:25 | 04.11.2015 ნანახია: 1660საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის პარლამენტის (ქნესეთი) თავმჯდომარე იული ედელშტეინი, ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, პარლამენტარები - ქსენია სვეტლოვა, დავიდ ბიტან და იოავ კიში ხვალ, 5 ნოემბერს თბილისის ისრაელის სახლში დაგეგმილ ისრაელის საერთაშორისო
მხარდაჭერისა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობათა ახალი ფორმატის შესახებ კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრებიან.
ისრაელის სახლის მიერ მომზადებული კონცეფცია საერთაშორისო ასპარეზზე და, უპირველეს ყოვლისა, მეგობარ ქვეყნებში ისრაელისადმი სოლიდარობის გაძლიერებასა და ორმხრივი პირდაპირი თანამშრომლობის გააქტიურებას ითვალისწინებს.
ისრაელის ოფიციალური პოლიტიკის ახსნა-განმარტება (ჰასბარა) და თანამშრომლობა - ქვეყნებთან ურთიერთობაში ისრაელისთვის იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც დღიდან სახელმწიფოს შექმნისა, ისრაელის ხელისუფლება ატარებს.
საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში პირველი იყო, სადაც 1989-1990 წლებში საქმიანობა დაიწყო მსოფლიო ებრაულმა ორგანიზაციებმა და მომზადდა ნიადაგი ახლად შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან დიპლომატიური კავშირებისა და დიდი ალიისთვის, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მზარდმა ანტიისრაელურმა ფონმა და ორმხრივი კავშირების შესუსტებამ დღის წესრიგში დასვა ახალი, საჯარო დიპლომატიური კონცეფციის შექმნის აუცილებლობა, რომლის რეალიზაციას ამჯერადაც საქართველოდან იწყება. 25 წლის შემდეგ საქართველო კვლავ
პირველია, საიდანაც იწყება ისრაელსა და ქვეყნებს შორის თვისობრივად ახალი ურთიერთობის მოდელის შექმნა.
ამ კონცეფციის ნაწილია, აგრეთვე, ისრაელ-არაბული კონფლიქტის საკითხზე თბილისში საერთაშორისო მედიაკონფერენციის ორგანიზება, ისრაელის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფებისა და მედიის საშუალებით საქართველოზე დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ისრაელური ინვესტიციების სტიმულირება, საქართველო-მსოფლიო ებრაელობის კავშირების დამყარება, ქართველი შინდლერების თემის ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობაში პოპულარიზაცია, ორმხრივი ურთიერთხელსაყრელი ინტერესების სხვადასხვა დონეზე ლობირება.
კონცეფცია მოწონებულია ქნესეთის მიერ, რომლის წევრთა ინიციატივით, გაისად ისრაელის მეგობარ ქვეყნებში დაიწყება ისრაელის სახლის ქსელის ჩამოყალიბება. წლის დასაწყისში, საქართველოს შემდეგ, პირველი ასეთი წარმომადგენლობა ბალტიისპირეთში გაიხსნება.
ქნესეთის დელეგაცია ისრაელის სახლს (თავისუფლების N4, მეორე სართული) 17.00 საათზე ეწვევა და მას საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელის სახლის დამფუძნებელი იციკ მოშე უმასპინძლებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა