კულტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 15:03 | 04.11.2015
ნანახია: 1861

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოფიციალური ვიზიტით  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან ლუო შუგანთან.

საუბრისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე, რასაც ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის კონტექსტში ენიჭება. მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის შეთანხმებას, კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2016-2019 წწ., რომლის იმპლემენტაცია გულისხმობს საქართველოში ჩინეთის, ხოლო ჩინეთში საქართველოს კულტურის ცენტრების შექმნას; ერთობლივი სახელოვნებო ფესტივალების ორგანიზებას; გამოფენა-ბაზრობების, მათ შორის, ეროვნული რეწვის სავაჭრო ბაზრობების მოწყობას; კულტურული მემკვიდრეობის დარგში გამოცდილების გაზიარებასა და მუზეუმებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას; კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კავშირების ხელშეწყობასა და სხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე