ჯარიმა ყვავილის მოწყვეტისთვის

საქართველო, თბილისი - 12:10 | 22.05.2017
ნანახია: 1320

42 ათასი ლირა ყვავილის მოწყვეტისთვის - უფრო კონკრეტულად კი 42 ათას 479 ლირიანი ჯარიმაა თურქეთში უიშვიათესი ფერის მანისას (Manisa Lalesi) მოწყვეტისთვის ან დაზიანებისთვის.

ეს მცენარე თურქეთში, ქალაქ მანისაში მხოლოდ 9 ადგილზე ყვავის და ქალაქს სწორედ ამ მცენარეების სანახავად ბევრი აკითხავს.

თუმცა, ის ვინც მანისას მოწყვეტს ან რაიმე სახის ზიანს მიაყენებს, მას ჯარიმის სახით  42 ათას 479 ლირის ($ 11 800) გადახდა მოუწევს. სწორედ ასეთი დიდი ჯარიმის გამო ტურისტს მცენარესთან მიახლოებაც კი ეშინია და შორიდან ტკბება მისი სილამაზით.

Manisa Lalesi'ne dokunmak cesaret ister




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე