ბრაზილიაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

საქართველო, თბილისი - 10:23 | 22.05.2017
ნანახია: 1086

ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ბრაზილიის ქალაქებში პრეზიდენტ მიშელ ტემერის გადადგომის მოთხოვნით.

„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრაციები ჩატარდა სან-პაულუსა და რიო-დე-ჟანეიროშიც.

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტ პორტალმა „გლობომ“ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტი მიშელ თემერი, დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარის დუმილის სანაცვლოდ, მისთვის 630 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის გადახდის განკარგულებას გასცემს. 

ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ნებართვა ერთ-ერთმა დეპუტატის მიმართვის საფუძველზე გასცა. თავად პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და პოსტის დატოვებაზე უარს აცხადებს. 

იმპიჩმენტის შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი 90 დღის განმავლობაშ უნდა დაიკავოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რის შემდეგაც არჩევნები არაპირდაპირი წესით გაიმართება. ამასთან ქვეყნის პრეზიდენტის სახალხო არჩევნები 2018 წლსთვის არის დანიშნული.

გასული წლის აგვისტოში პრეზიდენტობიდან იმპიჩმენტით დილმა რუსეფი გადააყენეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე