10 ივნისს, კლუბ „Number 13”- ში ნუკრი კაპანაძის კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:13 | 21.05.2017
ნანახია: 2559

ამბობს, რომ საინტერესო პერიოდი აქვს, ის კი ყოველთვის მართალია მსმენელთან. რეპერტუარი - მრავალფეროვანი, განსხვავებული გარემო, მოლოდინი დიდი, სურვილი იმისა, რომ მაყურებელი რაც შეიძლება ახლოს ჰყავდეს. დიახ, 10 ივნისს კლუბ „Number 13”-ში ნუკრი კაპანაძე თავის მსმენელს შეხვდება.

„შეხვედრა ნუკრისთან“ - ასე ერქმევა საღამოს, სადაც მომღერალი განსხვავებული რეპერტუარით წარდგება საზოგადოების წინაშე.

„კლუბში სიმღერა ზოგადად ძალიან საინტერესოა. მიყვარს, როდესაც მაყურებელი ახლოს არის შენთან. ჩემი ახალი რეპერტუარი ითხოვს მაყურებლის სიახლოვეს, რომელსაც ელაპარაკები და თვალებში უყურებ“, - განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.

მომღერალი მაშინ არის ბედნიერი, როცა მათთვის მღერის, ვისაც მოსწონს და უყვარს, ვისაც ენატრება მისი სიმღერა. შემოქმედისთვის მთავარია იხარჯებოდეს მათთვის, ვინც თვითონაც ასევე უყვარს და ნუკრი კაპანაძე ახლა, დიდი მონატრების შემდეგ, თავისი მსმენელისათვის იმღერებს. ეს იქნება დაბრუნებაც, მისალმებაც, მიძღვნაც - ყველაფერი ერთად. მთავარია, რომ ამ შეხვედრას საფუძვლად ექნება სიყვარული - ისეთი, როგორც ჭეშმარიტ ხელოვნებას სჩვევია.

„10 ივნისს, კლუბ „number 13“ - ში იწყება შემოქმედებითი საღამოები ციკლიდან „შეხვედრები ვერაზე“.  ამ რუბრიკის პირველი სტუმარი ყველასათვის საყვარელი, უნიჭიერესი და მონატრებული მომღერალი - ნუკრი კაპანაძე იქნება, რომელიც მსმენელის წინაშე წარდგება განახლებული პროგრამითა და განსხვავებული რეპერტუარით.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფუფუნებად გადაიქცა ქართული ესტრადის მარგალიტების მოსმენა საკონცერტო დარბაზებში. გათვლა გვაქვს გემოვნებიან მუსიკაზე, რეპერტუარზე და ადამიანებზე“, - განაცხადა საღამოს ორგანიზატორმა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას მანანა ლომიშვილმა.

10 ივნისი, დასაწყისი 21:00 საათი, ბილეთის ფასია 30 ლარი.

მის.: გ.ახვლედიანი 13 (პეროვსკაია) კლუბი "Number 13"

საკონტაქტო ტეელფონი: 555-42-42-90

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე