დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:20 | 19.05.2017
ნანახია: 1121

სასამართლო სხდომის დახურვის გამო დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მისი სურვილი იყო, რომ საქმის განხილვა საჯარო რეჟიმში გაგრძელებულიყო.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, პროცესის დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა შუამდგომლობის დაფარვაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურორების თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არის მასალა, რომელიც ინტიმურ დეტალებს შეიცავს და მესამე პირებსაც ეხებათ, ამის გამო პროცესი დახურული უნდა იყოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე