საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერბერტ ზალბერს ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 15:16 | 19.05.2017
ნანახია: 1001

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჰერბერტ ზალბერს ელოდებიან. მასთან შეხვედრასა და გასაუბრებას მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აპირებს.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ზალბერი ორი დღის განმავლობაში ოკუპირებულ სოხუმში იმყოფებოდა. მანამდე იგი ოკუპირებულ ცხინვალის რაიონს სტუმრობდა და სწორედ იქ ნათქვამმა მისმა განცხადებამ გამოიწვია დიპლომატიური სკანდალი. ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის რაიონის ახლად არჩეულ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა.

ფაქტთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში ევროკავშირის ელჩი იანუშ ჰერმანიც იყო დაბარებული. მისი თქმით, ზალბერის განცხადება არაა ევროკავშირის პოზიცია და გერმანელი დიპლომატი თავად გააკეთებს მის სიტყვებზე განმარტებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე