უნივერსიტეტში, სადაც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, მენინგოკოკცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 19.05.2017
ნანახია: 1300

პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში, სადაც თოქ-შოუ „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე სწავლობდა,  მენინგოკოკცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სტუდენტი გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ პროფილის” facebook-ის  გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში მენინგოკოკცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა! გოგონა საავამყოფოშია! ძალიან გთხოვთ,ყველას ვისი შვილებიც იქ სწავლობენ ან აპირებენ სწავლას , მიაწვდინეთ ხმა! - ნათქვამია განცხადებაში.

ნუცა მახვილაძე პარიზში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით 23 თებერვალს გარდაიაცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე