„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ემუქრება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით - გიორგი მამალაძის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 13:44 | 19.05.2017
ნანახია: 1157

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვისას, მხარეებმა იკამათეს. 

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლო ემუქრება ბრალდებულს პირადი ინფორმაციით, ანუ პერსონალური ინფორმაციით - ეს არის შანტაჟი. მისი პირადი ცხოვრება არის მხოლოდ მისი ოჯახი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არც დევს“, - ასე უპასუხა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე პროკურორის შუამდგომლობას, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით. 

პროკურორის განცხადებით, თუ მუქარის ნიშნები დაინახეს, ადვოკატებს ამის შესახებ უნდა განეცხადებინათ.

„თუ მუქარის ნიშნები დაინახეთ, რატომ არ განაცხადეთ. გამოდის, ეს თქვენი შეფასებაა“, - განუცხადა პროკურორმა ადვოკატს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე