აფროამერიკელი ბასკიას ნახატი 110 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 19.05.2017
ნანახია: 1512

მხატვარ ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშვარი ნიუ-იორკში Sotheby's-ის აუქციონზე 110 მლნ დოლარად გაიყიდა და ავტორის ნახატებს ტილოებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ ნახატი გახდა.

აუქციონი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბასკიას  ნახატი შესრულებულია ზეთით, აკვარელითა და აეროზოლის საღებავებით.

ერთი წლით ადრე ბასკიას სხვა ნამუშევარი ორჯერ უფრო იაფად იგივე პირმა იყიდა. ორივე ნახატი იაპონელმა მოდელიორმა იუსაკუ მაეზავამ შეიძინა, რომელიც ბასკიას შემოქმდებისადმი მიღძვნილი მუზეუმის გახსნას აპირებს.

აფროამერიკელი მხატვარი ჟან-მიშელ ბასკია ნიუ-იორკში 1960 წელს დაიბადა. ის 27 წლის ასაკში 1988 წელს ნარკოტიკების მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა (მან ჰეროინი და კოკაინი ერთმანეთს შეურია).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე