სამმა შეიარაღებულმა პირმა 29 პოლიციელი გაძარცვა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 19.05.2017
ნანახია: 1294

სამმა შეიარაღებულმა პირმა 29 მექსიკელი პოლიციელი გაძარცვა. წესრიგის დამცველები აკაპულკოდან მექსიკაში მიდიოდნენ. გამოცემა Universal-ის  ცნობით, აკაპულკოს ფედერაციული პოლიციის თანამშრომლები მეხიკოში ტურისტული ავტობუსით მიემგზავრებოდნენ. არცერთ მათგანს იარაღი არ ჰქონდა.

გზად ავტობუსი გაფუჭდა და მძღოლი იძულებული გახდა გაჩერებულიყო. ამით ისარგებლეს თავდამსხმელებმა, რომლებიც პოლიციელებს იარაღით ემუქრებოდნენ, მძარცველებმა სამართალდამცველებს საათები, მობილური ტელეფონები და ზურგჩანთები წაართვეს.

ინციდენტის შედეგად პოლიციელები არ დაშავებულან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე