რუსთავში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 19.05.2017
ნანახია: 1112

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.  გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე