დავით დონდუა დღეს ჰერბერტ ზალბერს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:21 | 19.05.2017
ნანახია: 1008

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდება.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს ცხინვალში ორი დღის წინ შეხვდა და  ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.  

შეხვედრის ვიდეოკადრები ადგილობრივმა სააგენტოებმა გაავრცელეს. 

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

ჰერმანის თქმით, ევროკავშირის მკაფიო პოზიციაა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 

იანოშ ჰერმანი დარწმუნებულია, რომ ამავე პოზიციას იზიარებს ჰერბერტ ზალბერიც, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, თუმცა ჰერმანის თქმით, უჭირს ზალბერის ნაცვლად საუბარი და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე თავად გააკეთებს განმარტებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე