საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
საქართველო, თბილისი - 10:38 | 19.05.2017 ნანახია: 1099საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული შპს „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" და შპს „ემეფიქს გრუპის“, ასევე ოფშორულ ზონაში, ბელიზში რეგისტრირებული კომპანია Master services inc-ის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს მოქალაქე მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იგორ ვოლკოვმა, 2014 წლიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში, ამავე კომპანიების საშუალებით, მოიზიდეს საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები პროგრამა Mfx capital-ში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად დაბრუნების პირობით. აღნიშნული გზით, ბრალდებულების მიერ, ნაცვლად ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად თანხების მიზნობრივად ინვესტირებისა, გაფლანგულ იქნა 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხა - ჯამში 1 589 266 აშშ დოლარის ოდენობით.
"მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და იგორ ვოლკოვმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, დღემდე თავს არიდებენ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში. სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოტანილია დადგენილება მათი ძებნის შესახებ.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით",-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა