თაიმ-სკვერზე ინციდენტში მონაწილე მძღოლს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 19.05.2017
ნანახია: 1236

თაიმ-სკვერზე ინციდენტში მონაწილე მძღოლს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს.

გუშინ ნიუ-იორკის ცენტრში თაიმს-სკვერზე ავტომობილმა ქვეითებს გადაუარა. დაიღუპა 18 წლის გოგონა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

ქალაქის მერის ბილ დე ბლაზიოს თქმით, ამ მომენტისთვის ტერაქტის ვერსია არ განიხილება.

სამართალდამცევლების მონაცემებით, 26 წლის რიჩარდ როხასს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს.

ამასთან ალკოჰოლზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ Daily Mail წერს, ის სინთეტიკური მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც ჰალუცინაციებსა და ემოციურ აშლილობას იწვევს.

ნოი-იოტრკოს შტატის იურიდიულ სისტემის თანახმად  მეორე ხარისხის მკვლელობა ნაკლებად მძიმე დანაშაულად მიიჩნევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე