საერთაშორისო კოალიციამ ბაშარ ასადის მომხრე ძალებზე ავიაიერიში მიიტანა

საქართველო, თბილისი - 09:55 | 19.05.2017
ნანახია: 1081

საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის ხელმძღვანელობით ბაშარ ასადის მხარდამჭერ ძალებზე ავიაიერიში მიიტანა. სამხედრო კოლონა იორდანიის საზღვართან ოპოზიციური ძალების მიმართულებით გადაადგილდებოდა.

საერთაშორისო კაოლიციის განცხადებში ნათქვამია, რომ კოლონა ალ-ტანფის ავიაბაზისკენ მიემართებოდა, სადაც აშშ-ის სპეცრაზმი „ოსლამური სახელმწიფის“ წინააღმდეგ მებრძოლი ამბოხებულების წვრთნას ატარებს.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, კოლონის მოძრაობა საფრთხეს უქმნიდა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ძალებს.

როგორც კოალიციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პროსამთავრობო ძალებმა გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგაც არ შეცვალეს კურსი და უსაფრთხოების ზონის საზღვრები დაარღვიეს, რომლის შესახებაც შეთანხმება ასტანაში მაისში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე