თავდაცვის სფერო ექვემდებარება მთავრობას - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:46 | 18.05.2017
ნანახია: 1742

„საუბარია საპარლამენტო სისტემის დახვეწაზე და ამ სისტემაში ზუსტად ისე არის განსაზღვრული პრეზიდენტის როლი, სხვა კონსტიტუციური ორგანოების როლითავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, როგორც ეს არის საჭირო საპარლამენტო მმართველობისთვის", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვარშავაში ვიზიტით მყოფმასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას თავდაცვის სფერო ექვემდებარება.

„ეს არც დღეს არ არის ასე და არც ხვალ არ იქნება ასე. საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელია,რომ თავდაცვის სფერო ექვემდებარება აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ მთავრობას. ესსაკითხი ასე მოწესრიგდება კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე