ტრამპი სპეციალურ პროკურორად მიულერის დანიშვნას გამოეხმაურა

საქართველო, თბილისი - 17:36 | 18.05.2017
ნანახია: 1198

დონალდ ტრამპი რუსეთთან მისი ადმინისტრაციის კავშირების გამომძიებლად გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, რობერტ მიულერის დანიშვნას გამოეხმაურა.

„ეს არის ამერიკის ისტორიაში ჯადოქარზე გამოცხადებული ყველაზე დიდი ნადირობა,“-წერს თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ ტვიტერში.

სპეციალურ პროკურორად მიულერი აშშ იუსტიციის სამინისტრომ დღეს დანიშნა. მიულერი FBI-ის 2001-2013 წლებში ხელმძღვანელობდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე