სომხეთის მთავრობა გადადგა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 18.05.2017
ნანახია: 1096

სომხეთის მთავრობა გადადგა. როგორც სომხური მედია წერს, ქვეყნის პრეზიდენტმა გადადგომასთან დაკავშირებით მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბრძანებაც გამოსცა.

სარგსიანმა მინისტრებს  მოვალეობის დროებით შესრულება დააკისრა. დღესვე სომხეთის მე-6 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემდეგ მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებამდე განაგრძობენ.

ახალი პრემიერი 10 დღის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტი კი პრემიერ-მინისტრის დანიშვნიდან 20 დღეში დაინიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე