ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 16:51 | 18.05.2017
ნანახია: 1307

18 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4086 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4115 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.29 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6810 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6789 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.21 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6641 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1408 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 მაისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე