პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი მილიარდი ნარკოტიკების მომხმარებელია

საქართველო, თბილისი - 15:49 | 18.05.2017
ნანახია: 1103

მსოფლიოში 250 მლნ ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც მოიხმარს ნარკოტიკს, მათ შორის 30 მლნ ნარკოტიკების მუდმივი მომხმარებელია. ამის შესახებ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის სამმართველოს აღმასრულებელი დირექტორის იური ფედოტოვის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, ნარკოტიკების მოხმარება პლანეტის მოსახლეობის პროპორციულად იზრდება.

ყოველ წელს ნარკოტიკების მოხმარებისგან მსოფლიოში 200 ათასამდე ადამიანი კვდება. 11,5 მლნ ადამიანი ნარკოტიკებს ინექციის საშუალებით მოიხმარს. მათგან 52 პროცენტი დაავადებულია С ჰეპატიტით, 14 პროცენტი კი აივინფიცირებულია.

„ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა მწარმოებელ ქვეყანაში ნათესების რაოდენობა იზრდება. იშლება საზღვრები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნარკოტიკებს აწარმოებენ და  ტრანზიტს ახორციელებენ“, -აღნიშნავს ფედოტოვი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე