ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:06 | 18.05.2017
ნანახია: 2410

ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და შესაბამისად, სახელმწიფოც არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტიმა მოძრაობის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორებსა და სტუდენტებთან შეხვედრაზე.

"ვარ რა ქრისტიანი, ჩემი რწმენით იმ ნაწილში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩვენ ვყოფთ ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთისგან", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში არ უნდა ერეოდეს, ისევე როგორც სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში.

"ქრისტიანულმა თემმა აიღო პასუხისმგებლობა ადამიანის სულის გადარჩენაზე, თქვა რომ იქნება ცათა სასუფეველი და ამქვეყნიური ბოროტებისგან გაიმიჯნა. შესაბამისად, პოლიტიკოსებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა ამქვეყნიური ბოროტების მენეჯმენტის და მართვის და სრულიად კომფორტულად ვარ, როდესაც აქედან გამომდინარე ვხედავ, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და შესაბამისად, სახელმწიფოც არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში. ეს არის ჩემი პოზიცია არა მარტო პოლიტიკოსის, არამედ ქრისტიანისაც - ვუყურებ რა ამ რელიგიის ფუნდამენტებს და იმ გამოწვევებს, რომელიც მის წინაშე დგას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე