სუს-ის უფროსი უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 18.05.2017
ნანახია: 998

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  

ვახტანგ გომელაურმა და  იგორ დოლგოვმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და  ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობასა და სამომავლო გეგმებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე