ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 18.05.2017
ნანახია: 1076

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

მათივე ცნობით, პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვსა. იგი მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება „ევექსის“ (ამჟამად სს GHG ) საოპერაციო დირექტორის პოსტს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე