ჩემი მთავარი მოტივაციაა, რომ კონსტიტუცია არ მოვწყვიტოთ ხალხის შეკვეთას - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:07 | 18.05.2017
ნანახია: 1001

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო ბონუსსისტემა,  მორალის თვალსაზრისითაც პრინციპულად მიუღებელია . გიორგი მარგველაშვილი  პროექტის "კონსტიტუცია ყველასია"-ს ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორებს და სტუდენტებს ხვდება.

"არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფუნდამენტური ღირებულებები რისთვის იქმნება კონსტიტუცია. ის უნდა ემსახუროს ხალხს. დღეს, მიმდინარე დებატებში იკარგება მთავარი - რა სურს ხალხს? სად არის ხალხის შეკვეთა? ჩემი მთავარი მოტივაციაა, რომ კონსტიტუცია არ მოვწყვიტოთ ხალხის შეკვეთას და ის არ იყოს განყენებული დოკუმენტი, რომელშიც ერთი თავი გადმოწერილია იტალიიდან, მეორე გერმანიიდან, მესამე საბერძნეთიდან", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მისი თქმით, დღეს რამდენიმე პრონციპული თემაა და თუ ეს თემები გადაწყდება, მაშინ მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნება.

"ჩემთვის პრინციპულია ბონუსის სისტემა, რომელიც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. ყველაზე წმინდა ამ პრიცესში არის ხმის მიცემის პროცედურა და თუ არ მივეცი ვინმეს ხმა არ შეიძლება ეს ერთმა პარტიამ მოხიკოს. ეს მორალის თვალსაზრისითაც პრინციპულად მიუღებელია", - აცხადებს პრეზიდენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე