ზესტაფონში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 13:40 | 18.05.2017
ნანახია: 1055

ამ წუთებში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვა ზესტაფონში მიმდინარეობს. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, მას ჯერა, რომ საბოლოოდ შეთანხმდებიან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელზე.

„ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ხალხთან კონტაქტს უფრო უზრუნველყოფს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. კი, ბატონო, ეს არის სადისკუსიო  საკითხი, ჩვენ ამაზე ვაგრძელებთ დისკუსიას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ვფიქრობთ, რომ კონსესუსის სახით მივიღებთ პროპორციული სისტემის სასარგებლოდ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კონსტიტუციის საყოველთაო განხილვა 29 მაისს თბილისში დასრულდება. ამის შემდეგ მსჯელობა პარლამენტში გადაინაცვლებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე