სომხეთის მთავრობა გადადგა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 18.05.2017
ნანახია: 1093

 სომხეთის მთავრობა  მეექვსე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გადადგა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

სომხეთის კონსიტუტიუციის თანახმად, მთავრობა ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის პირველ დღეს უნდა გადადგეს.

პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ათი დღის ვადით დანიშნავს. მინისრტთა კაბინეტის ფორმირება პრემიერის დანიშვნიდან 20 დღის ვადაში უნდა მოხდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე