თურქეთში ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა

საქართველო, თბილისი - 13:16 | 18.05.2017
ნანახია: 1311

თურქეთში ტურისტების მიკროავტობუსი გადაბრუნდა. როგორც Hurriet Daily News-ი წერს, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში  ქალაქებს მუგლასა და დენიზლის  დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. დაშავდა 18 ადამიანი, მსხვერპლი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში უკრაინელი ტურისტები იმყოფებოდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ავარიის მიზეზი დგინდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე