მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა აშშ--ის სკანდალის გამო 35 მლრდ დოლარი დაკარგეს

საქართველო, თბილისი - 12:57 | 18.05.2017
ნანახია: 1473

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა სავაჭრო ბირჟის გუშინდელი შედეგებით აშშ-ის  პოლიტიკური გაურკვევლობის გამო 35 მლრდ დოლარი დაკარგა.

New York Times -ი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ექს-დირექტორს ჯეიმს კომს სთხოვა პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის მაიკლ ფლინის მიმართ გამოძიების შეწყვეტა, რასაც თეთრი სახლი უარყოფს.

მასალის გამოქვყნებამდე ერთი დღით ადრე კი Washington Post-ი წერდა, რომ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ვაშინგტონში შეხვედრაზე „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაანდო. თეთრ სახლში მას სიცრუე უწოდეს, ამ ინფორმაციების ფონზე კი მსოფლიო კომპანიების ობლიგაციები გაუფასურდა.

უმდიდრესი ადამიანების ხუთელში შედიან Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბილ გეითსი ( 86,8 მლრდ დოლარი), Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი (81,9 მლრდ) ტანსაცმლის ბრენდის Zara-ს დამფუძნებელი ამანსიო ორტეგი (83,2 მლრდ), Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და კომპანია Berkshire Hathaway-ის ხელმზღვანელი უორენ ბაფეტი.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე