ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

საქართველო, თბილისი - 12:30 | 18.05.2017
ნანახია: 1526

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეს, რომელსაც დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა, პროკურატურა გამოძიებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს. 

17 მაისს გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიცია მისი მანქანის დევნის ოპერაციას ახორციელებდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე