ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში იყო - სამედიცინო ექსპერტები

საქართველო, თბილისი - 12:23 | 18.05.2017
ნანახია: 1198

ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლოზე დაიკითხნენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც გელაშვილისთვის მიყენებულ დაზიანებებზე ისაუბრეს.
 
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვალერი გელაშვილისთვის მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში იყო.
საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის თქმით, თავდასხმის მოტივი სააკაშვილის შურისძიება იყო, ვინაიდან თავდასხმამდე მედია საშუალებებში გამოქვეყნდა ყოფილი დეპუტატის ინტერვიუ, სადაც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი შეურაცხმყოფელი ფორმებით იყო მოხსენებული.
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს წარდგენილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე