მუსიკოსი facebook-ის პირდაპირ ეთერში ცოცხლად დაიწვა

საქართველო, თბილისი - 12:15 | 18.05.2017
ნანახია: 1169

33 წლის ამერიკელი მუსიკოსი ჯარედ მაკლემორი facebook-ის პირდაპირ ეთერში ცოცხლად დაიწვა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ინციდენტი ტენესის შტატში მოხდა. ჯარედმა ეს თავისი მეგობარი გოგოს ალისა მურის თვალწინ გააკეთა. მან კამერა დაიმაგრა, რათა ყვლაფერი facebook-ის პირდაპირ ეთერში გასულიყო.

თვითმხილველთა თქმით, თავის დაწვამდე მაკლემორი თავის შეყვარებულს დაემშვიდობა. მეგობრებმა მუსიკოსის გადარჩენა სცადეს, გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაც, მაგრამ დამწვრობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე