მონიკა ბელუჩის ქალიშვილების გარეგნობამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს იმედი გაუცრუა (ფოტოები)

საქართველო, თბილისი - 11:35 | 18.05.2017
ნანახია: 2829

 

მონიკა ბელუჩი ხშირად არის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების სტუმარი, თუმცა თავისი ქალიშვილების საზოგადოებაში გამოყვანა ჯერ არ უფიქრია. ამიტომ გოგონების ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

იტალიელი მსახიობი 12 წლის დევასთან და 6 წლის ლეონისთან ერთად მილანის ერთ-ერთ სასტუმროსთან შენიშნეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ გოგონები ლამაზები არ არიან, რაც მათი აზრით, უცნაურია, რადგან მათი მშობლები ნამდვილი სექს-სიმბოლოები არიან. სხვები კი აღნიშნავენ, რომ ისინი ჯერ პატარები არიან და მათი გარეგნობა ჯერ დაუხვეწავია.  

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ერთად 17 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მონიკა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მათი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ერთად ყოფნას იშვიათად ახერხებდნენ, რამაც მათი ოჯახის დანგრევა გამოიწვია. ყოფილი ცოლ-ქმარს დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ.

 
 
დევა
 

 

 ლეონი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე