ლიტვამ ორ ჩეჩენ ჰომოსექსუალს თავშესაფარი მისცა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 18.05.2017
ნანახია: 1140

ლიტვამ ორ ჩეჩენ ჰომოსექსუალს თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირები ჩეჩნეთში იდევნებოდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

ინფორმაცია ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ პირველად გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ გაავრცელა, თუმცა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საგანგაშო ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყოლია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე