გულის ფორმის ბრილიანტი 15 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 18.05.2017
ნანახია: 1295

92-კარატიანი გულის ფორმის ბრილიანტი ჟენევაში Christie's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად 15 მლნ დოლარად გაიყიდა.

ბრილიანტი მარგალიტის ყელსაბამთან ერთად იყო წარმოდგენილი, რომელიც საიუველირო სახლმა Boehmer et Bassenge-მა დაამზადა. ძვირფასი ქვის ახალი მფლობელის ვინაობა არ სახელდება.

როგორც „ფრანს პრესს“ აუქციონის სახლის წარმომადგენელმა ალექსანდრა კინდერმანმა განუცხადა, ბრილიანტი თავის სეგმენტში ყველაზე ძვირადღირებული გახდა. წინა მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის ძვირფას ქვას, რომელიც 2011 წელ 10,9 მლნ დოლარად გაიყიდა. მისი წონა 56,15 კარატს შეადგენდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე