1 დაღუპული, 2 მძიმედ დაშავებული - ავარია სამტრედიაში

საქართველო, თბილისი - 10:29 | 18.05.2017
ნანახია: 1412

1 დაღუპული, 2 მძიმედ დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში.  

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.

დაშავებულები სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე