კოლუმბიის პორტში აფეთქებების სერიას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 09:43 | 18.05.2017
ნანახია: 1090

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა კოლუმბიის ქალაქ კარტახენას პორტში.

აფეთქებების მიზეზი დგინდება. სააგენტო „ფრანს პრესი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პოლიცია არკვევს იყო თუ არა ეს დაგგემილი თავდასხმა.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, სამი აფეთქება მოხდა.

მეხანძრეების მონაცემებით, ორი აფეთქება მოხდა ამერიკის გემთსაშენი ქარხნის Astivik-ის, მესამე კი - კოლუმბიის გემთსაშენი კორპორაციის Cotecmar-ის ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. ინციდენტის ადგილი ქალაქის სამრეწველო ზონაში, ტურისტული ღირშესანიშნაობებიდან 15 კმ-ში მდებარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე