მედიამ მსოფლიოს ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 16:34 | 17.05.2017
ნანახია: 1173

ჩამონათვალში მოხვდა აშშ-ის, იტალიის, იაპონიის ტურისტული მარშრუტები. გასაკვირია, მაგრამ ერთ-ერთ ასეთ ადგილად დასახელდა საბერძნეთის საკურორტო კუნძული სანტორინიც.

ბრიტანულმა გაზეთმა The Independent-მა დაასახელა რვა ადგილი, სადაც ტურისტები არ უყვართ. პირველ ადგილზე აღმოჩნდა ამერიკის ტეხასის შტატის ქალაქი არლინგტონი. რეიტინგის შემქმნელებმა სხვადასხვა კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ სწორედ ამ ქალაქშია ტურისტებისთვის განკუთვნილი მცირე ადგილები.

მეორე ადგილი დაიკავა იტალიის ეროვნულმა პარკმა „ჩინკვე-ტერემ“, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. გასულ წელს ადგილობრივმა ადმინისტრაციამ პარკის დასათვალიერებლად გადასახადი შემოიღო. შემდეგ კი პარკის ტერიტორიაზე ტურიტების შესვლა საერთოდ აკრძალა.

რეიტინგის მესამე ადგილზე აღმოჩნდა საბერძნეთის კურორტი სანტორინი. ერთი წლის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პორტში შესულმა საკრუიზო ლაინერების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რის გამოც მათი შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

სიაში ასევე მოხვდა იაპონიის, ამსტერდამის, ბარსელონას, ბუტანისა და ტაილანდის საკურორტო ზონები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე