ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ირაციონალური ფობიებისაგან- სოფიო შამანიდი

საქართველო, თბილისი - 15:13 | 17.05.2017
ნანახია: 997

 

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ირაციონალური ფობიებისაგან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა განაცხადა, რომელიც სახელმწიფო კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციას "ნუ დადგები ძალადობის მხარეს" დაესწრო.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ შსს ასე უწევს ერთი მოქალაქის მეორე მოქალაქისგან დაცვა.

„გულდასაწყვეტია, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასე უწევს ერთი მოქალაქის მეორე მოქალაქისგან დაცვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა ირაციონალური ფობიებისაგან, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ნებისმიერი მოქალაქე ერთნაირი უფლებებით სარგებლობს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე