ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიოტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - იანოშ ჰერმანი

საქართველო, თბილისი - 13:38 | 17.05.2017
ნანახია: 1003

საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩისა და მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრა დასრულდა. იანოშ ჰერმანმა შეხვედრის დასრულების შემდგომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიოტრიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.  მისი თქმით, იგი ვერ ისაუბრებს გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის ნაცვლად, თუმცა ამ ფაქტის შესახებ მოკვლევა გაგრძელდება.

საქმე ეხება გერმანელი დიპლომატის  განცხადებას, რომ იგი ანატოლი ბიბილოვს ულოცავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნების წარმატებულად ჩატარებას. ამ ფაქტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩი და გერმანელი დიპლომატი საკითხის შესწავლისათვის უწყებაში დაიბარა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე