კონგოს ციხიდან 50 მსჯავრდებული გაიქცა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 17.05.2017
ნანახია: 1142

კონგოს დედალაქ კინშასას ციხიდან 50 მსჯავრდებული გაიქცა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ერთ-ერთი პატიმრის, ადგილობრივი რელიგიური მიმდინარეობის ლიდერის ნე მუანდა ნსემის მხარდამჭერებმა საპატიმროზე იერიში მიიტანეს. სასულიერო პირმა გაქცევა მოახერხა.

ნე მუანდა ნსემი მარტში მის მომხრეებსა და სამარათალდამცავებს შორის მომხდარი სისხლიანი შეტაკების შემდეგ დააკავეს.

მისი რელიგიური მიმდინარეობა Bundu dia Kongo კონგოს სამეფოს აღორძინებას გეგმავს, რომელიც რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე