შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ავღანეთის ტელერადიოკომპანიას

საქართველო, თბილისი - 11:34 | 17.05.2017
ნანახია: 1085

დაუდგენელი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ავღანეთის ტელერადიოკომპანიას ქალაქ ჯალალაბადში. თავდამსხმელებსა და უშიშროების ძალების წარმომადგენლებს შორის შეტაკება ამ წუთამდე გრძელდება.

თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში ადგილობრივი დროით 8:30 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან აფეთქება მოხდა. 

ამ რაიონში განთავსებულია პროვინციის სხვა ადმინისტრაციული შენობებიც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე