ვისკონსინის შტატს თავს ძლიერი ტორნადო დაატყდა - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 11:26 | 17.05.2017
ნანახია: 1209

ძლიერი ტორნადო დაატყდა თავს ამერიკის ვისკონსინის შტატის ბერონის ოლქს.

მედიის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 25 კი დაშავდა.

მცირე ზიანი მიადგა ტრეილერების ავტოსადგომს, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, დაზარალდა ფრინველების ფერმაც.

ტორნადო აშშ-ში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ვისკონსინის გარდა ქარიშხალი დაფიქსირდა ტეხასის, ნებრასკას, ოკლაჰომასა და კანზასის შტატებშიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე