აუქციონზე ბრილიანტის საყურეები 57,4 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 17.05.2017
ნანახია: 1841

შვეიცარიაში „სოთბის“ აუქციონზე ბრილიანტის საყურეები რეკორდულ ფასად - 57,4 მლნ დოლარად გაიყიდა. თითო საყურე 16- კარატიანია.

ამასთან გადახდილი თანხა თავდაპირველ ღურებულებასთან მნიშვნელოვნად დაბალი აღმოჩნდა: აუქციონის ორგანიზატორები სამკაულის გაყიდვას 50 მლნ დოლარად ვარაუდობდნენ.

ბრილიანტის ქვები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შახტებშია აღმოჩენილი. საყურეების ახალმა მფლობელმა ანონიმად დარჩენა ისურვა.

საყურეებს „აპოლონი და არტემიდა“ უწოდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე